თუ გსურთ ნახოთ დაპირისპირება კატალონიელებსა და ”მილანს” შორის პუიოლის გარეშე, თქვენ მოგიწევთ 2000 წლის სექტემბერში დაბრუნება. იმის შემდეგ გუნდები 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა მათგანს აქვს ერთი საერთო ფაქტორი – კარლეს პუიოლი.
”ბარსელონას” კაპიტანი არასდროს არ მალავდა თავის პატივისცემას იტალიური კლუბების მიმართ. ბევრ მათგანს ”მეორე გუნდიც” კი უწოდა. მისი პირველი მატჩი მილანის წინააღმდეგ 2000 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა, სან სიროზე. იქ რივალდომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და ანგარიში ფრედ, 3-3 დამთავრდა.
შევჩენკოდან ჟიულიმდე
წლების განმავლობაში პუიოლს ძალიან ბევრი უძლიერესი ფორვარდის წინააღმდეგ უთამაშია, მაგრამ www.fcbarcelona.cat-თან ინტერვიუში მან ანდრეი შევჩენკო გამოყო, რომლის წინააღმდეგაც თამაში 2004/2005 წელს მოუწია. იმ მატჩში უკრაინელმა ძალიან მნიშვნელოვანი ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე ამ ინტერვიუში ახსენა მისი თანაგუნდელი, ჟიული. კარლესი ძალიან დიდ პატივს სცემს მას და იხსენებს, მის გადამწყვეტ გოლს 2005/06 წლების, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ”მილანის” წინააღმდეგ. ამ გოლმა ერთგვარი სტიმული მისცა კატალონიელებს და ამ მოგების წყალობით ისინი გაემგზავრნენ პარიზში. იქ კი როგორ დამთავრდა ყველაფერი თქვენ თვითონ კარგად იცით.
რვა დაწყება ცხრა თამაშში
როგორც წესი, იტალიელების წინააღმდეგ პუიოლი ყველა თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა, მაგრამ შარშანდელი ჯგუფური ეტაპის მატჩი კამპ ნოუზე გამონაკლისი იყო. კატალონიელი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და ეს მისთვის ძალიან სასიხარულო მომენტი იყო, რადგან იგი პირველად გამოჩნდა მოედანზე სამთვიანი პაუზის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ მას ძალიან რთული მუხლის ტრავმა ჰქონდა.
პუიოლის ყველა მატჩი ”მილანის” წინააღმდეგ
”ბარსა” – ”მილანი” (3-1). ჩემპიონთა ლიგის, მეოთხედ ფინალის საპასუხო შეხვედრა, 2011/2012
”მილანი” – ”ბარსა” (0-0). ჩემპიონთა ლიგის, მეოთხედ ფინალის პირველი შეხვედრა, 2011/2012
”მილანი” – ”ბარსა” (2-3). ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2011/2012
”ბარსა” – ”მილანი” (2-2). ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2011/2012
”ბარსა” – ”მილანი” (0-0). ჩემპიონთა ლიგის, ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრა, 2005/2006
”მილანი” – ”ბარსა” (0-1). ჩემპიონთა ლიგის, ნახევარფინალის პირველი შეხვედრა, 2005/2006
”ბარსა” – ”მილანი” (2-1). ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2004/2005
”მილანი” – ”ბარსა” (1-0). ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2004/2005
”მილანი” – ”ბარსა” (3-3). ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2000/2001