“El Mundo Deportivo”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნოლიტო დანანებით იხსენებს იმ დღეს, როცა პეპმა მას უთხრა, რომ მომავალ სეზონში მასზე იმედებს ამყარებდა. “გრანადას” ახალწვეული სიამოვნებით საუბრობს “ბარსაზე” და იქ გატარებულ პერიოდზე.
– “ბენფიკაში” რა წავიდა არასწორად?
– სიმართლე გითხრათ თავად არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი. პირველ სეზონში 15 გოლი გავიტანე, თუმცა მწვთნელი ძირითადში ვეღარ მხედავდა. მე თამაში მსურს და ახლა ამიტომ ვარ აქ. არ ვიცი რა წავიდა არასწორდა.
– დარჩებით “გრანადაში” თუ დაბრუნდებით “ბენფიკაში”?
– ახლა არენდით ვარ აქ და “ბენფიკასთან” კონტრაქტი 3 წლით მაკავშირებს. ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. მე “ბენფიკას” ვეკუთვნი, თუმცა არ გამოვრიცხავ აქ დარჩენას. აქ ძალიან კარგად ვარ.
– ესპანური ლა ლიგა თუ პორტუგალიური პრემიერ-ლიგა?
– ლა ლიგა მსოფლიოში საუკეთესოა. აქ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. პორტუგალიის ჩემპიონატი უფრო სუსტია.
– რატომ დატოვეთ “ბარსა”?
– ზოგჯერ ამაზე ვფიქრობ. მაშინ 24 წლის ვიყავი, მაგრამ პირველ გუნდში მნიშვნელოვან როლს არ ვასრულებდი. ფილიალში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ვიყავი. 20 ან 21 წლის რომ ვყოფილიყავი აუცილებლად დავრჩებოდი.
– 2010/11 წლის სეზონი თქვენთვის საუკეთესო იყო “ბარსაში”. პეპი დარჩენას გთხოვდათ?
– დიახ, მასთან საუბარი მქონდა. მან მითხრა, რომ მომავალ სეზონში ჩემზე იმედებს ამყარებდა და დარჩენა მთხოვა, თუმცა “ბენფიკასთან” ხელშეკრულება გაფორმებული მქონდა. ამის შემდეგ წასვლა ძალიან გამიჭირდა. ამ დღეზე ხშირად ვფიქრობ.
– შეიძლება ახლა ბუნდესლიგაში დაგიძახოთ…
– რომელი ფეხბურთელი არ გაყვება მას? სერიოზულად რომ გითხრათ ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება.
– კანტერას ფეხბურთელების უმეტესობას უჭირს პირველ გუნდში დამკვიდრება…
– დიახ, ეს ასეა. ძალიან რთულია “ბარსაში” თამაში. ყველა პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები თამაშობენ. ზოგიერთს 15 წუთი თამაში აკმაყოფილებს, მე არა.
– როგორ იხსენებთ “ბარსელონაში” გატარებულ დროს?
– “ნოუ კამპზე” დებიუტი შესანიშნავი იყო, ასევე გოლი სამეფო თასზე. ამას არასდროს დავივიწყებ. მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები კულედ. “ბარსა” იგებს ჩემპიონატს და შაბათს მათ დამარცხებას შევეცდებით (ინტერვიუ მატჩამდე ჩაწერილი).
– ამ “ბარსელონას” ნაკლები აქვს?
– აქვს, მაგრამ ძალიან ცოტა. ერთხელაც ისინი წაიფერხებენ და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენთან შეხვედრაში მოხდება.
– თქვენმა გუნდმა ხო ახლახანს დააღწია თავი გასავარდ ზონას “დეპორტივოს” და “რეალის” დამარცხების შემდეგ...
– თავი არა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფეხი. უნდა ვეცადოთ ბუნებრივები ვიყოთ.
– “ბარსას” პეპი წვრთნიდა, შემდეგ ვილანოვა, ხოლო ახლა როურა…
– ყველა მათგანს საკუთარი ხელწერა აქვს, თუმცა ეს “ბარსა” უკვე თავისი ფუნქციონირებს.
– თქვენი დარტყმების შემდეგ საკუთარ კარში გოლი რონალდუმ გაიტანა, ხოლო შემდეგ მარჩენამ...
– დიახ, თუკი ეს ნახევარ გოლს ნიშნავს, მაშინ 1 გოლი დამიგროვდა. ვიმედოვნებ, რომ გოლს გავიტან (იცინის).
– გოლს აღნიშნავთ “ბარსას” კარში თუ გაიტანთ?
– არა, ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ. დიდწილად იმის გამო, თუ როგორ მექცეოდნენ იქ.
– როგორ უყურებთ “რეალს”?
– მათ თამაშებს არ ვუყურებ. დიახ, შეიძლება მათ დაკარგეს ჩემპიონობა, თუმცა ასეთ კლუბს მუდამ სურს გამარჯვებების მოპოვება. მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.
– რონალდუ თუ მესი?
– რა თქმა უნდა მესი. ის საუკეთესოა, მისი მაგვარი ფეხბურთელი არასდროს მინახავს.
– როგორი შეგრძნება გაქვთ მასთან თამაშის შემდეგ?
– ძალიან ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვითამაშე. იმ მომენტით სიამოვნებას ვიღებდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ამის შანსი აღარ მომეცემოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
– ინიესტამ “ხეტაფესთან” დიდებული მატჩი ჩაატარა, უყურეთ?
– არა, ამ მატჩის გარეშეც ვიცი მისი ოსტატობის შესახებ. ის დიდებულია და უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მაისურს მასთან ან ლეოსთან გავცვლი.
– არ ითამაშებს ჩავი, მაგრამ იქნება ტიაგო…
– ვინც არ უნდა ითამაშოს ის კარგად გაართმევს თავს. ტიაგოს კარგი ტექნიკა აქვს და მოედნის ხედვა.
– ვისი ხილვა გსურთ ყველაზე მეტად?
– რა თქმა უნდა ტელიოს და მონტოიას.
– მათთან მატჩამდე არ გისაუბრიათ?
– სიმართლე რო გითხრათ არა. ვიმედოვნებ მათ ვნახავ და ცოტას ვისაუბრებთ.


