Antonella Roccuzzo – ლიონელ მესის მეუღლე და მისი შვილის დედა. ”ანტონელას 5 წლიდან ვიცნობ. ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილი და ძალიან კარგად ვიცნობდი ბავშვობიდან.”
Baiges – მარკ ბაიგსი. ფეხბურთელი, რომელმაც 12 წლის წინ ლამის დაამთავრებინა ლეო მესის კარიერა. ვარჯიშის დროს, ”ბარსას” ახალგაზრდულ კლუბში სწორედ მან მოტეხა ლეოს მარცხენა ფეხის კოჭი. ერთი პერიოდი თვითონ მესიც კი ფიქრობდა არგენტინაში დაბრუნებას.
Celia – მესის ბებია. ზუსტად მას უძღვნის ლეო ყველა გოლს, როდესაც საჩვენებელ თითს ზეცისკენ იშვერს. ბებიის გარდა მესი უდიდეს პატივს ცემს დედამისს, რომლის ტატუც მხარეზე აქვს გამოსახული.
Dolce & Gabbana – ლეო მესის სპორტული ცხოვრება დიდად განვითარდა ამ ფირმის წყალობით. მეოთხე ოქროს ბურთის მოგებამ კი უფრო დაახლოვა იტალიურ ფირმასთან. სწორედ ამ იტალიურმა ფირმამ შეუკერა მესის ის ექსტრავაგანტული კოსტიუმი, რომლითაც არგენტინელი დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოცხადდა.
El pie de oro – ცნობილი სიმღერა არგენტინაში, რომელიც თავიდან ბოლომდე ეძღვნება ლიონელ მესის ტალანტს.
Facha – საყვარელი ძაღლის ზედმეტსახელი. არ ღირს დაფიქრება თუ რატომაა ეს ძაღლის ზედმეტსახელი.. არგენტინაში ფაჩა ”ლამაზმანს” ნიშნავს.
Golden Boy – პრემია, რომლის მოგებაც მესიმ მოახერხა 2005 წელს, როგორც 21 წლამდე ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა. მაშინ რონალდინიომ განაცხადა: ”ეს ოქროს ბიჭუნა ოქროს ბურთის მოგებასაც მოახერხებს.”
Hormonas de crecimiento (სიმაღლის ჰორმონები) – ბავშვობიდანვე მესის მოუწია დიდი პრობლემის გადალახვა: იგი აღარ იზრდებოდა სიმაღლეში. არცერთ არგენტინულ კლუბს არ უნდოდა თავის მხრებზე ეკისრა მესის ჯანმრთელობა და ლიონელმა ბედი სცადა ”ბარსაში”. ახლა კი ვხედავთ ვინაა და როგორაა მესი…
Internacional (ნაკრები) – სანაკრებო დონეზე თამაში მესის ნამდვილად არ უადვილდება. 2005 წლის 17 აგვისტოს, ეროვნულ ნაკრებში მესის დებიუტი შედგა, მაგრამ მოედანზე გამოსვლიდან 90 წამში, მან წითელი ბარათი მიიღო.
Jorge Messi – ხორხე მესი – ლიონელის მამა. ზუსტად მისი დამსახურებაა მესის ეს მიღწევა. იგი არ აცილებდა ნიჭიერ ბავშვს თვალს და არ აკლებდა მზრუნველობას: ”მესიმ თუ ”ბარსა” დატოვა, ეს უბრალოდ კატასტროფა იქნება.” აღიარებს ხორხე.
Kobe Bryant – მესისთან ერთად ”ლეიკერსის” მოთამაშე არის ”ადიდასის” მთავარი რეკლამების ობიექტი. კობის ძალიან უყვარს კატალონიური გრანდი და ნათქვამი აქვს, რომ კარიერის დასრულება ”ბარსაში” სურს.
«Las Heras» – სკოლა სადაც ლიონელი იზრდებოდა. მას არასდროს არ ჰქონდა პრობლემები სასწავლო დაწესებულებასთან, მაგრამ ხშირად აცდენდა გაკვეთილებს ფეხბურთის გამო. მშობლები აღიარებენ, რომ მესი სკოლას არაფრად აგდებდა და ძალიან წუხდნენ ამაზე სანამ არგენტინელი ”ბარსელონაში” არ გადაბარგდებოდა.
Milanesa – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის საყვარელი კერძია. არ გაგიკვირდეთ თუ როსარიოს რომელიმე რესტორანში შეგხვდათ მესი, რომელიც Milanesa-ს მიირთმევს.
«Nike» – ფირმა, რომელმაც აქცენტი მესიზე გააკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მესი უბრალოდ ”ბარსას” ახალგაზრდული კლუბის კიდევ ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა. ბევრს დღემდე ახსოვს კლიპი მისი მონაწილეობით, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ გადაიღეს. ამ რეკლამაში მესი ამბობს: ”დაიმახსოვრეთ ჩემი სახელი – ლეო მესი.”
[media=http://www.youtube.com/watch?v=TpG2mP586Yc]
Oro (ოქრო) – არგენტინელი უკვე მიეჩვია ოქროს ბურთს… წელს მან მოახერხა ზედიზედ მეოთხის აღება და გაასწრო ლეგენდარულ იოჰან კრუიფს, პლანიტისა და მარკო ვან ბასტენს.
Pablo Aimar – ლეო მესის კუმირი ბავშვობაში. მესის არ უყვარდა არცერთი სხვა ფეხბურთელი გარდა პაბლო აიმარისა. იგი აცხადებდა: ”მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი არიელ ორტეგასთან ერთად, მაგრამ ჩემი კუმირი პაბლო აიმარია.” ახლა მესის კარადაში ინახება 350 ფორმა, რომლის გამოფენასაც ლეო თავის ფონდში აპირებს.
«Queen» – არ უნდა გაგიკვირდეთ თუ მესი დაინახეთ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის მაისურით. ”ქუინი” მისი საყვარელი ჯგუფია.
Rosario – ლეოს სამშობლო და იგი ყოველთვის კარგად გრძნობს იქ თავს.
«Saber perder» (”დაკარგვის ფასი”) – დავიდ ტრუების წიგნი, რომელიც თავის დროს გვარდიოლამ არგენტინელ ბიჭუნას აჩუქა.
Thiago – ლიონელ მესის პირველი შვილის სახელი, რომელიც შარშან ბარსელონაში დაიბადა.
Ustari – ოსკარ უსტარი – ლეოს საუკეთესო მეგობარი სანაკრებო დონეზე თამაშის დაწყებიდანვე. ”ბოკას” ფეხბურთელი ”ბარსაში” გადმობარგებაზეც ფიქრობდა, მაგრამ მუხლის უმძიმესმა ტრავმამ აიძულა არგენტინელს კარიერა დაემთავრებინა. ”ფეხბურთი არასდროს არ მაკვირვებდა. ვიცი, რომ ეს უმძიმესი სპორტია და ყველაფერია მოსალოდნელი, როდესაც შენ ფეხბურთელი ხარ.”
Videojuegos (ვიდეოთამაშები) – მესის სიმპათია ვიდეოთამაშებისადმი უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი. არგენტინელის მიერ ”არსენალთან” შესრულებული პოკერის შემდეგ ვენგრებმა თქვა: ”მესი? იგი უბრალოდ Playstation-იდანაა.. უბრალოდ არ ვიცით, როგორ უნდა გავაჩეროთ.”
Weibo – ჩინური სოციალური ქსელი, რომელშიც ცოტა ხნის წინ მესიმ ანგარიში (messi) შექმნა.
Xavi – ზუსტად ჩავი არის მესის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარ კატალონიურ გრანდში როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთ. ”ჩავი უნიკალური ფეხბურთელია და ასევე ადამიანიც.. უბრალოდ გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვთამაშობ.”
Yogurismo – იოგურტის სახელწოდება, რონლის რეკლამაშიც მესი მონაწილეობას იღებდა. ვიდეო
Zlatan Ibrahimovic – მიუხედავად ზლატანსა და მესის შორის არც ისე თბილი ურთიერთობისა, შვედი ფორვარდი არგენტინელს საუკეთესოდ აღიარებს. ”ზუსტადაც, რომ ლეო არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.”