მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უდიდესი ტალანტი – ”ესპანელი მესი”

უდიდესი ტალანტი – ”ესპანელი მესი”

კრისტიან ტელიო ერერა არის ფეხბურთელი, რომელიც კატალონიური გრანდის წევრია. ”ბარსელონა” ყოველთვის განთქმული იყო თავის ახალგაზრდული სკოლით და ტელიო ამის ნათელი დასტურია. ახლა კი ესპანელი თავდამსხმელი ზღვარზეა კატალონიელების პირველ გუნდსა და ”ბარსა ბ”-ს შორის. ჩემის აზრით იგი იმსახურებს პირველ გუნდში თამაშს, მაგრამ მეორე გუნდთან ერთად ვარჯიში შეუწყობს ხელს განვითარებაში.

ადრეული წლები

კრისტიანი კატალონიაში დაიბადა, ქალაქ საბადელში. ფეხბურთის თამაში ბავშვობიდანვე იტაცებდა და 11 წლის ასაკში ”ბარსელონას” ახალგაზრდულ კლუბს შეუერთდა. 2008 წელს მისი კონტრაქტი ამოიწურა და ”ბარსამ” დიდი შეცდომა დაუშვა. ტელიო ”ესპანიოლს”, თავის პრინციპულ მეტოქეს მიყიდეს. 2009/2010 წლებში ესპანელ თავდამსხმელს ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდში, შესაბამისად ლა ლიგაშიც. ბლაუგრანა მალევე მიხვდა თავის შეცდომას და პირველი შესაძლებლობისთანავე უკან დაიბრუნეს კრისტიანი. 2010 წელს ტელიო ისევ ”ბარსას” წევრი გახდა და აქ იწყება მისი გარბწყინება.

”ბარსელონა” – ოცნების გუნდი

2011 წლის 9 ნოემბერს იგი მიწვეულ იქნა კატალონიელების პირველ გუნდში და მოედანზე დაჰყო 90 წუთი ”ჰოსპიტალეტის” წინააღმდეგ ესპანეთის თასზე. მან მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა. ის მატჩი ”ბარსამ” 9-0 მოიგო. ტელიოს მრავალჯერ განუცხადებია, რომ ”ბარსელონა” არის მისი ოცნების გუნდი და ეს ოცნება მას აუხდა. ესპანელი თავდამსხმელი არც კი ფიქრობდა, რომ ოდესმე მოუწევდა თამაში ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან: ჩავი, მესი, ინიესტა, პუიოლი, პიკე და ა.შ. მის თითოეულ მოძრაობაში ჩანს თუ როგორი მონდომებულია კრისტიანი. იგი ცდილობს ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთოს და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გუნდში აღარ იქნებიან ჩავი, პუიოლი, მესი, აი ზუსტად მაშინ გაიბრწყინებს ეს ახალგაზრდა, რომელიც ძალიან სწრაფი და ტექნიკურია.

დებიუტები

ლა ლიგა – 2012 წლის 28 იანვარს ტელიოს ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა. “ვილიარეალთან” გამართული მატჩის 75-ე წუთზე, ის მოედანზე ადრიანოს ნაცვლად გამოჩნდა. თამაში 0-0 დამთავრდა. მოგახსენებთ, რომ ეს იყო ლა ლიგის უკანასკნელი თამაში, რომელშიც კატალონიელებმა ვერ შეძლეს გოლის გატანა. 1 კვირის შემდეგ კი ტელიოს უკვე ჰქონდა პირველი სტარტი ძირითად შემადგენლობაში ”ბარსას” მაისურით და შეძლო ანგარიშის გახსნა მერვე წუთზე. 

ჩემპიონთა ლიგა – 2012 წლის 7 მარტს კრისტიან ტელიო მოედანზე გამოვიდა ანდრეს ინიესტას მაგივრად, 59 წუთზე. მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში მან მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა ”ლევერკუზენის” კარში და ანგარიში გახადა 4-0, ხოლო კიდევ 6 წუთის შემდეგ მან დუბლი გაიფორმა და ”ბარსას” უპირატესობა ექვს ბურთამდე გაზარდა. ის თამაში კატალონიელებმა 7-1 მოიგეს და ლიონელ მესიმ ერთ თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა.

http://www.gayopost.com/wp-content/plugins/seo-images/images/51873__2012-01-28_VILLARREAL-FCB_26.v1327795388.JPG

გავიდა 10 წელი, რაც ტელიო ფეხბურთს თამაშობს და ალბათ მისი ოცნებების უმეტესობა რომელიც ამ სპორტს შეეხება უკვე ახდენილია, მაგრამ მე ვხედავ მასში საოცარ ბრძოლისუნარიანობას და შრომისმოყვარეობას. ყოველთვის ყველაზე მონდომებულია და უნდა, რომ თავისი შესაძლებლობები ყველას დაანახოს. ვიცი, რომ ჰყავს პირადი გულშემატკივრები. სხვათა შორის, მეც მათ შორის ვარ და ვფიქრობ, რომ ჟერარ დეულოფეუსთან ერთად იქნება ”ბარსას” ლიდერი შეტევის ხაზში და მთლიანად გუნდში.

კრისტიან ტელიო – დაიმახსოვრეთ ეს სახელი, რადგან მალე იგი იქნება ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი.

[media=http://www.youtube.com/watch?v=2-gviMbecAo] 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში