მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
34 გოლი – ლეო მესის ოქროს ციფრი

34 გოლი – ლეო მესის ოქროს ციფრი

გავიდა ნახევარი სეზონი და ნელნელა გვიახლოვდება ფინალებისა და ჩემპიონების დრო. ინდივიდუალურ ტიტულებზეც უკვე გამოიკვეთთენ მთავარი კანდიდატები. ერთ-ერთი ასეთი ტიტულია ”ოქროს ბუცი”, რომლის მოგების მთავარია კანდიდატია ლეო მესი.

შესანიშნავი შანსი

არგენტინელი ფორვარდი ამ ტიტულს 2009-2010, 2011-2012 წლებში დაეუფლა. იგი ამ მომენტშიც ლიდერობს საუკეთესო გოლეადორის ნომინაციაში. მის ანგარიშზეა 34 გოლი და 68 ქულა (მოგახსენებთ, რომ 1 გოლი პრიმერაში 2 ქულის ტოლფასია). მისი მთავარი კონკურენტები არიან კრიშტიანო რონალდო (21 გოლი, 42 ქულა), ვან პერსი, ფალკაო, ჯეკსონ მარტინესი და ედისონ კავანი (თითოეულ მათგანს აქვს 18 გოლი და 36 ქულა).

დაუჯერებელი შედეგი

მესის ამჟამინდელი სტატისტიკაა – 34 გოლი ლა ლიგის 22 თამაშში. ეს მაჩვენებელი საკმარისი იქნებოდა ბოლო 10 სეზონის განმავლობაში 8 ჯერ გასამარჯვებლად. ამ უკანასკნელთა შორის არიან ისეთი გოლეადორები, როგორებიც იყვნენ ფორლანი (32 გოლი, 2008-2009), კრიშტიანო (31 გოლი, 2007-2008), ტოტი (26 გოლი, 2006-2007), ლუკა ტონი (31 გოლი 2005-2006) და გაუთანაბრდა მის მიერ 2009-2010 წლებში გატანილი გოლების რაოდენობას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მესის წინ აქვს 16 თამაში, რომელშიც თავის შედეგს არაერთი გოლით გააუმჯობესებს.

ევროპის გამორჩეული ბომბარდირი

ოთხგზის ”ოქროს ბურთის” გამარჯვებულის სტატისტიკასთან ახლოსაც კი ვერ მიდიან წამყვანი ევროპული ტურნირების გოლეადორები. თუ ვისაუბრებთ პრემიერ-ლიგაზე და ბუნდესლიგაზე, აქ საუკეთესოები არიან ვან პერსი (18 გოლი) და მანდჯუკიჩი (14 გოლი). მსგავსი სტატისტიკა აქვთ იტალიასა და საფრანგეთში ედისონ კავანის (18 გოლი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩს (20 გოლი).

თუ შევადარებთ მესის გოლების რაოდენობას გუნდების მიერ გატანილ გოლებს საოცარ სტატისტიკას ვიხილავთ. სერია A-ს და საფრანგეთის ლიგის 14 გუნდს, 13 ბუნდესლიგის გუნდს და პრემიერ-ლიგის 12 გუნდს აქვთ იგივე რაოდენობა გოლებისა, რაც მესის სეზონის პირველ ნახევარში. არგენტინელ ფორვარდს აქვს არაადამიანური გოლის ალღო და შესანიშნავად იყენებს თავის შესაძლებლობას.

”ოქროს ბურთის” ბოლო 10 მფლობელი

 2011-2012 სეზონი – მესი (50 გოლი)

 2010-2011 სეზონი – კრიშტიანო რონალდო (40)

 2009-2010 სეზონი – მესი (34)

 2008-2009 სეზონი – ფორლანი (32)

 2007-2008 სეზონი – კრიშტიანო რონალდო (31)

 2006-2007 სეზონი – ტოტი (26)

 2005-2006 სეზონი – ტონი (31)

 2004-2005 სეზონი – ანრი/ფორლანი (25)

 2003-2004 სეზონი – ანრი (30)

 2002-2003 სეზონი – მაკაი (29)

 

სტატიის ბოლოს შეგახსენებთ, რომ მესიმ შარშან მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 91 გოლი გაიტანა ერთ კალენდარულ წელიწადში. შემოგთავაზებთ ლეოს 91 ივე გოლს თანმიმდევრობით…

 [media=http://www.youtube.com/watch?v=qXrltgfrrqw]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში