ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით გამოსულ Barça Toon-ის ეპიზოდში ახალი გმირია დამატებული. ესაა 12 წლის ჩინელი ბიჭუნა ჩიაო სა.
ჩიაო სა ბეიანგში (პეკინი) მცხოვრები პატარა ბიჭია, რომელსაც ფეხბურთი და განსაკუთრებით “ბარსელონა” უყვარს. ჩინურ ახალ წელს ის სამშობლოდან მოშორებით შეხვდება. “ბარსელონაში” თამაშზე მეოცნებე აზიელმა ბიჭმა ლა მასიას მიაშურა. ცნობილი მულტფილმის ახალ ეპიზოდში, “ბარსელონას” ფეხბურთელები ახალ წელს მასთან ერთად ზეიმობენ.
2013 წელს, ჩინური ახალი წელი 10 თებერვალს, იმ დღეს იქნება, როდესაც “ბარსელონა” “ხეტაფეს” ეთამაშება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=kD5Drwd5Hkk]