მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეინა: ”კატალონიაში დაბრუნებას არ ვაპირებ”

რეინა: ”კატალონიაში დაბრუნებას არ ვაპირებ”

”ლივერპულის” მეკარემ, პეპე რეინამ აღიარა, რომ იგი გაოცდა ვიქტორ ვალდესის გადაწყვეტილებით დატოვოს კატალონიური გრანდი. იქვე დაამატა, რომ ჭორები, რომელიც ვრცელდება რეინასა და ვალდესის გაცვლაზე აბსურდია, რადგან რეინა არ აპირებს მერსესაიდული კლუბის დატოვებას.

”გაოგნებული ვიყავი ამ ამბით, რადგან ვიქტორი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს. როდესაც კონტრაქტს ხელს ვაწერ მის ვალდებულებებს ბოლომდე ვასრულებ, ახლა კი ჩემი ხელშეკრულება ”ლივერპულთან” 2016 წლამდე გრძელდება და ამ პერიოდში არ ვაპირებ გუნდის დატოვებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ვიცი თუ როგორია, როდესაც კატალონიური გრანდის წევრი ხარ. მე იქ ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი და პიროვნება. ზუსტად ამიტომ მიკვირს ვიქტორ ვალდესის ეს გადაწყვეტილება.” – აცხადებს რეინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში