„რეალი“-„ბარსელონა“ ციფრებში

„რეალი“-„ბარსელონა“ ციფრებში

გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში ბურთის ფლობის მხრივ, “ბარსელონას” დიდი უპირატესობა ფლობდა. კატალონიელები ბურთს სათამაშო დროის 62%-ის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

  • “ბარსას” ფეხბურთელებმა ბურთი 80-ჯერ მოიპოვეს, თავად კი 100-ჯერ დაკარგეს. “რეალს” 83 მოპოვება და 99 დაკარგვა ჰქონდა.
  • სტუმრებმა 664 გადაცემა გააკეთეს, მასპინძლებმა – მხოლოდ 298.
  • “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან, “ბარსამ” 5 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. კატალონიელებმა ზედიზედ მე-10 გასვლით “კლასიკოში” მოახერხეს გოლის გატანა და ახალი რეკორდი დაამყარეს.
  • ჩავი ერნანდესმა “ელ კლასიკოში” 36-ედ ითამაშა. მას მხოლოდ ხენტო (44), სანჩისი (42), იერო (39) და რაული (37) უსწრებენ.
  • მიმდინარე სეზონში, სესკ ფაბრეგასმა მე-9 გოლი გაიტანა, აქედან თასზე მე-2. ამ 9 ბურთიდან, ფაბრემ 8-ჯერ სტუმრად გაიტანა.
  • პინტო “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც თასის შვიდივე შეხვედრაში ითამაშა.
  • “ბარსელონას” მაისურით, პედრომ თავისი მე-200 თამაში ჩაატარა. მან 124-ჯერ ლა ლიგაში, 40-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, 23-ჯერ თასზე, 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასზე, 4-ჯერ საკლუბო მუნდიალზე და 2-ჯერ ევროპის სუპერთასზე ითამაშა.
  • ყველა მეტი ართმევა (16) პიკესა და არბელოას ჰქონდათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია