“ბარსა” “სამეფო თასის” 1/2 ფინალამდე ისე მოვიდა, რომ წაგება არ აქვს. “რეალს” კი 4 მოგებასთან ერთად 1 ფრე და 1 მარცხი აქვს. კატალონიელთა მხრიდან ყველაზე მეტი გოლი დავიდ ვილიას აქვს გატანილი (5). რონალდუსა და ბენზემას ანგარიშზე 4-4 ბურთია.
მოურინიოს გუნდმა განვლილი ეტაპებზე “ალკოიანო”, “სელტა” და “ვალენსია” დაამარცხა. “ბლაუგრანას” კი შემდეგი კლუბების წინაააღმდეგობის დაძლევა მოუწია: “ალავესი”, “კორდობა” და “მალაგა”.
“ბარსელონასა” და “რეალის” განვლილი გზის სტატისტიკა
| მატჩები | 6 | 6 |
| გატანილი გოლები | 19 (3,2) | 15 (2,5) |
| გაშვებული გოლები | 5 (0,8) | 4 (0,7) |
| დარტმები | 100 (16,7) | 84 (14) |
| დარტყმები სახლში | 52 (17,3) | 56 (18,6) |
| დარტყმები გასვლაზე | 48 (16) | 28 (9,3) |
| დარტყმა სტანდარტული მდგომარეობიდან | 10 (1,7) | 14 (2,3) |
| მიღებული დარტყმა სტანდარტული მდგომარეობიდან | 7 (1,2) | 24 (4) |
| ძელი | 3 | 1 |
| ბურთის შემოტანა მოკლე პასით | 24(4) | 8(1.3) |
| ჩაწოდების შედეგად გატანილი გოლი | 5 (0,8) | 0 |
| ბურთის შემოტანა გრძელი პასით | 7(1.2) | 49(8.2) |
| ჩაწოდების შედეგად მიღებული გოლი | 2 (0,3) | 1 (0,2) |
| თამაშის წესის დარღვევა | 56 (9,3) | 83 (13,8) |
| მოწინააღმდეგე დაჯარიმდა | 78 (13) | 100 (16,7) |
| ყვითელი ბარათი | 10 (1,7) | 18 (3) |
| წითელი ბარათი | 0 | 3 (0,5) |
| ბურთის ფლობა წუთებში | 222 (37) | 147 (24,5) |
ფეხბურთელები
მასჩერანოს და პინტოს “სამეფო თასზე” ჩატარებულ ყველა შეხვედრაში აქვთ მიღებული მონაწილეობა. მადრიდელთა მხრიდან ამ მხრივ საუკეთესონი, ბენზემა, მოდრიჩი და კარვალიო არიან.
დავიდ ვილია “ბარსას” ბომბარდირია 5 გოლით. მეორე ადგილს მესი იკავებს(4). რონალდუსა და ბენზემას 4-4 ბურთი აქვთ შეგდებული.
“ბარსელონას” მხრიდან ყველაზე მეტჯერ კარში მესიმ დაარტყა(18), ვილია(16), სანჩესი(15). რონალდუმ 27-ჯერ დაარტყა, ბენზემამ 10-ჯერ.
მასჩერანოს და ცესკს 1 ყვითელი ბარათი აკლიათ დისკვალიფიკაციამდე, როცა რამოსს და კოენტრაუს უკვე აქვთ დისკვალიფიკაცია.



