ციურიხში IFFHS-ს სხდომაზე წლის საუკეტესო ფორვარდად, არგენტინელი ლიონელ მესი დაასახელეს. მოგეხსენებათ არგენტინელმა 2012 წელს 91 გოლი გაიტანა და გერმანელი გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი ბურთების მხრივ.
“მესი IFFHS-ს წარმომადგენლების მიერ იქნა არჩეული. მის გამარჯვებაში დიდი წვლილი, 2012 წელს გატანილმა 91 გოლმა შეიტანა,” განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა.



