პარასკევს პრეს–კონფერენციაზე ჩავი ერნანდესის გამოსვლის ჯერი იყო. გუნდის ერთ–ერთი კაპიტანი გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობდა. მომავალი კლასიკოების შესახებ მან განაცხადა, რომ “ამ შეხვედრების შედეგს ვერ გამოიცნობ. ახლა ყველაფერი გვაქვს, რათა კარგ დონეზე შევძლოთ კონკურენციის გაწევა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს მადრიდის “რეალთან” შეხვედრაში. მათ სერიოზული დანაკარგები აქვთ, თუმცა მაინც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. ამაში ეჭვი არ მეპარება. მიუხედავად მათი მდგომარეობისა ისინი სახიფათო მეტოქეები არიან” – განაცხადა ნახევარმცველმა.
მე–6 ნომერმა შეგვახსენა, რომ დაპირისპირება მოედანს მიღმა არ უნდა გავიდეს. ის პროგნოზირებს, რომ “ჩვენ ამ შეხვედრებში ბურთის ფლობის დიდი მაჩვენებელი გვექნება, თუმცა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერი შეცდომის გამოყენება შეუძლია მეტოქეს. როგორია გამარჯვების საიდუმლო? საჭიროა რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ხოლო შემდეგ სახლში დაწყებული საქმის დასრულება“.
ჩავის კარგი ურთიერთობა აქვს იკერ კასილიასთან, რომლის შესახებაც ის კიდევ ერთხელ საუბრობდა საპრესკონფერენციო დარბაზში: “ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ მან ტრავმა მიიღო. ის გუნდის სულია. ეს “რეალისთვის” და ესპანეთის ნაკრებისთვის უდიდესი დანაკარგია” – თქვა მან.
თავდაპირველად “ოსასუნა”
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა მოახლოებული კლასიკოს შესახებ იყო ჩავიმ აღნიშნა, რომ გუნდის ყურადღება კვირას გასამართ შეხვედრაზეა გადატანილი. “ლა ლიგაში გამარჯვებების გაგრძელება გვსურს. ჩვენ წავაგეთ “ანოეტაზე” და ახლა კვლავ გვსურს მოგებების დაწყება. მენდილიბარის “ოსასუნა” ყოველთვის გვირთულებს სიცოცხლეს” – გაგვაფრთხილა ჩავიმ მეტოქის საფრთხეებზე.
ამ შეხვედრას გუნდი კარგ დროს გამართავს: “მალაგასთან” მოპოვებული გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში: “ჩვენ გავიმარჯვეთ შეხვედრაში, სადაც ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ერთადერთი რაც გვაკლია მეტოქე გუნდის კართან სიზუსტეა, რათა სწრაფად გავარკვიოთ გამარჯვებულის ვინაობა. ვფიქრობ, რომ გუნდი მაღალ დონეზე ასპარეზობს და ჩვენი თამაშით სიამოვნებას ვიღებთ“.
კარგი ფორმა
“ჩვენ კარგ პერიოდს განვიცდით. გუნდის შიგნით შესანიშნავი ურთიერთობაა, რაც ვარჯიშებზეც შეიმჩნევა. როცა გამარჯვებებს ეჩვევი მარცხის შემდეგ რთულია“. ჩავიმ აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს, ასევე მან კმაყოფილება გამოთქვა კონტრაქტის გახანგრძლივების გამო: “კიდევ ბევრი წელი მსურს თამაში, თუმცა ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული. პუიოლი ამ საკითხში ძალიან ოპტიმისტურადაა. ორშაბათს ხელშეკრულებას კიდევ 3 წლით გავახანგრძლივებ. ვნახოთ, რამდენ წლამდე მომცემს ორგანიზმი თამაშის საშუალებას. ფეხბურთი, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია” – აღიარა ნახევარმცველმა.
პატივისცემით ეკიდება ვალდესს
პრეს–კონფერენციის დასასრულს ჩავის ვალდესზე დაუსვეს შეკითხვა, სადაც ის კატეგორიული იყო: “პატივი უნდა ვცეთ მას. ის უჩვეულო ადამიანია გუნდში, რომელიც არ ეძებს პრობლემებს. ის ჩვენთვის სამაგალითოა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო პირადულია და შეთანხმებული. გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ მას. ის “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო მეკარეა” – დაასრულა ჩავიმ.



