სამეფო თასის შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის ყურადღება კვირას, “ოსასუნასთან” გასამართ შეხვედრაზეა გადატანილი. ის მოთამაშეები, რომლებიც “მალგასთან” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ, დანარჩენები კი სრული ძალებით ასრულებდნენ ჟორდი როურას მითითებებს.
ლეო მესი, რომელიც უსაფრთხოების მიზნით გუშინდელი შეხვედრის მიწურულს მარჯვენა ფეხის კუნთის გადატვირთვის გამო შეცვლეს დღეს დარბაზში ვარჯიშობდა. კვირას გასამართი მატჩისთვის ის სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში იქნება. ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო ჯონათან დოს სანტოსმა, რომელიც 15 დღეს იუქმებს.
დასვენების დღე სონგს
ალექს სონგი, რომელიც ბარსელონაში დღეს დილით დაბრუნდა ვარჯიშზე არ გამოცხადდა. მას დოპინგზე ექიმები ამოწმებდნენ, რის გამოც თვითმფრინავზე მისვლა დააგვიანდა. სამწვრთნელო შტაბმა დღეს ფეხბურთელს დასვენების უფლება მიცა.
ასევე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა სერხი რობერტო, რომელიც განაგრძობს “კორდობასთან” მატჩში მიღებული ტრავმის შედმეგ აღდგენით პროცესს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=K2Q3XxsKbEk]
სურათები:




