კარლეს პუიოლის შემდეგ, რომელმაც კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლამდე გაახანგრძლივა ჩავი ერნანდესი იქნება შემდეგი, რომელიც ასევე გააგრძელებს კონტრაქტს. ნახევარმცველი კლუბში 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ორშაბათს, 16 საათზე ის კლუბის ოფისში გამოცხადდება და ცერემონია დაიწყება.
შეთანხმება კონტრაქტის გაგრძელებას შესახებ, რომელსაც ვადა 2014 წლის ზაფხულში გადიოდა 18 დეკემბერს მოხდა. ასევე ამავე დღეს დადასტურდა, რომ “ბარსელონასთან” თანამშრომლობას გააგრძელებდნენ კარლეს პუიოლი და ლეო მესი.



