კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა ისაუბრა მადრიდის “რეალთან” მოსალოდნელ ორ შეხვედრაზე, რომელიც “სამეფო თასის” 1/2 ფინალში შეიძლება შედგეს, იტყობინება ესპანური პრესა.
თასის 1/2 ფინალში “ელ კლასიკო” იმ შემთხვევაში შედგება, თუ კატალონიელები “მალაგას” ბარიერს გადალახავენ, ხოლო მადრიდელები “ვალენსიას” გაცდებიან:
“მატჩები “რეალსა” და “ბარსელონას” შორის, ყოველთვის თანაბარ ბრძოლაში მიდის. ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე ის გრძნობა და ემოციები, რაც “კლასიკოს” დროს გეუფლება. არცერთ ჩემს თანაგუნდელს არ სურს, რომ “სამეფო კლუბს” თავი აარიდოს,” განაცხადა ფაბრეგასმა.



