მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი თებერვლის პირველ ნახევარში დაბრუნდება

აბიდალი თებერვლის პირველ ნახევარში დაბრუნდება

 

ღვიძლის გადანერგვის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, ხუან კარლოს გარსია–ვალდეკასასმა “ბარსელონას” მცველის, ერიკ აბიდალის საფეხბურთო პერსპექტივებზე ისაუბრა, იტყობინება ესპანური პრესა.

“ჩემი ინფორმაციით კლუბის ექიმები მოედანზე დაბრუნების უფლებას მას თებერვლის პირველ ნახევარში მისცემენ. ფეხბურთელს ძალიან სურს მოედანზე დაბრუნება და მისი დაბრუნება დამოკიდებულია მხოლოდ გუნდის დავალებებზე და კრიტერიუმებზე. ექიმებებზე დამოკიდებული არაფერია. აბიდალი კვლავ “ბარსელონას” ფეხბურთელია” – განაცხადა ვალდეკასასმა.

მოსალოდნელია, რომ ერიკ აბიდალი მოედანზე პრიმერას 23–ე ტურის შეხვედრაში დაბრუნდება, სადაც “ბარსელონა” შინ “ხეტაფეს” უმასპინძლებს. ეს მატჩი 10 თებერვალს ჩატარდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში