“ბარსელონამ” დღეს შუადღით “მალაგასთან” გასამართ შეხვედრამდე “ნოუ კამპზე” ბოლო სავარჯიშო სესია გამართა. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში მწყობრში მყოფ მოთამაშეებთან ერთად იმყოფებოდნენ ერიკ აბიდალი და ისააკ კუენკა. სესიაში მონაწილეობას “ბარსა ბ”–ს მეკარე, ოიერიც იღებდა.
მოთამაშეები სტადიონზე 20 საათზე დაბრუნდებიან და მწვრთნელს რამდენი მათგანის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწევს. დღევანდელ შეხვედრაში კატალონიელებს დავიდ ვილია ვერ დაეხმარება, რომელიც ტრავმირებულია.
მესი “ოქროს ბურთს” წარადგენს
“ბარსელონასა” და “მალაგას” შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლეო მესი “ნოუ კამპს” მეოთხე “ოქროს ბურთს” წარუდგენს.
სურათები:




