2010 წლის 16 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში, “ბარსელონამ”, საკუთარ კედლებში, “სევილია” 4:0 გაანადგურა. შეხვედრის მიწურულს, ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა. არგენტინელმა, “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში, მე-100 და 101-ე გოლი გაიტანა. (ვიდეო)
1932 წლის 16 იანვარს, “ბარსელონას” გენერალური ასამბლეის წევრებმა, ახალი ქარტია შეიმუშავეს, რომლის თანხმადაც, პრესის წარმომადგენლებს, კლუბის საჯარო ღონისძიებებზე დასწრების უფლება ექნებოდათ.



