ანდრეს ინიესტა: “ინდივიდუალური ტალანტი, რომელსაც ყველა მოთამაშე დებს ეხმარება გუნდს და ძლიერი შრომა და თავდადება დამსახურებულ შედეგებს გვაძლევს. ჩვენ გვსურს, რომ ამ ფორმაში მაისის თვეშიც ვიყოთ. ადრე თუ გვიან ჩვენ დავმარცხდებით. შევეცდებით, რომ სერია რაც შეიძლება დიდხანს გავაგრძელოთ. თავს დიდებულად ვგრძნობთ და სეზონის პირველი ნახევარი განუმეორებელი იყო. ყოველთვის რთულია, როცა ერთ გუნდს მცირე დროის განმავლობაში ბევრჯერ ეთამაშები. ოთხშაბათს კარგი შედეგის მიღწევა მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მხოლოდ საკუთარ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ“.
პედრო როდრიგესი: “გუნდში 5 წელია ვიმყოფები, ჩემთვის საუკეთესი ის წელი იყო, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ. საერთო ჯამში კი ყველა წელი კარგი იყო. დრო ძალიან სწრაფად გადის და ეს კარგია. ამ შედეგის მიღწევა ძალიან რთული იყო, თუმცა ჩვენ ძლიერები ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. “მალაგამ” გვაჩვენა, რომ ძლიერი გუნდია და სათასო შეხვედრების მასთან უფრო რთული იქნება“.
ვარჯიში 11:30 საათზე
“ბარსელონას” პირველი გუნდი სავარჯიშო სესიას ორშაბათს, “სიუტატ ესპორტივაზე” 11:30 საათზე გამართავს. სესიის დასრულების შემდეგ ხერარდ პიკე პრეს–კონფერენციას გამართავს.



