მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანომ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ადრიანომ გუნდთან ერთად ივარჯიშა

“ბარსელონას” პირველმა გუნდმა სამეფო თასის შეხვედრის შემდეგ დღეს პრიმერას მატჩისთვის მზადება დაიწყო. “მალაგასთან” გასამართი შეხვედრისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე, რომელიც “სიუტატ ესპორტივაზე” ჩატარდა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ადრიანო კორეია, რომელმაც გუშინდელი შეხვედრა დაზიანების გამო გამოტოვა. სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ პიკე, ჩავი, ინიესტა და პედრო, რომლებსაც გუშინ დასვენების უფლება მიეცათ.

შეხვედრის შემდეგ სესიაზე როგორც წესი ის მოთამაშეები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. დავიდ ვილია დარბაზში ვარჯიშობდა. ესპანელი გუშინდელ შეხვედრაში უსაფრთხოების მიზნით მოედნიდან დროზე ადრე გავიდა.

 [media=http://www.youtube.com/watch?v=T9pPlbDobZ0]


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში