workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: „ვალდესთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს“

სუბისარეტა: „ვალდესთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს“

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა და ლეგენდარულმა მეკარემ, ანდონი სუბისარეტამ, ტელეარხ Telecinco-სთან საუბრისას განაცხადა, რომ კატალონიელთა ამჟამინდელ კიპერთან, ვიქტორ ვალდესთან, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

“მოლაპარაკება, რომელსაც ფეხბურთელთან და მის აგენტთან ვაწარმოებთ, კარგად მიმდინარეობს. ჭორების შესახებ ვერაფერს გეტყვით.” – აცხადებს სუბისარეტა.

შეგახსენებთ, რომ ვალდესს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო დროს გავრცელებული ჭორების თანახმად, იგი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და გუნდს დატოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward