ადრიანო კორეია “კორდობასთან” ვერ ითამაშებს. ჟორდი როურამ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი თამაში დამოკიდებული იქნება აღდგენით პროცესზე, თუმცა დღევანდელ ვარჯიშზე გამოჩნდა, რომ მისი ქუსლი ბოლომდე მზად არ არის. მან დაზიანება 4 იანვარს მიიღო და ამის გამო “ესპანიოლთან” თამაშის გამოტოვება მოუწია.
ბოლო ვარჯიში
როგორც წესი საშინაო შეხვედრის წინ გუნდი “ნოუ კამპზე” ვარჯიშობს. 12:30 საათზე განაცხადში მყოფი 19 მოთამაშე სტადიონზე ვარჯიშობდა და სამწვრთნელო შტაბისგან ბოლო მითითებებს იღებდა.
ფეხბურთელებს შორის იყო სერხი რობერტო, თუმცა არ იმყოფებოდნენ პიკე, ჩავი, ინიესტა და პედრო, რომლებსაც დასვენების საშუალება მიეცემათ. დღევანდელ სესიაზე ასევე იმყოფებოდა ერიკ აბიდალი, თუმცა ის თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.
სურათები:




