კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა.
“ეს გამარჯვება გავს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდმა და ცალკეულმა ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს და მიაღწიეს საუკეთესოს. ეს შრომა უკვე 33 წელია გრძელდება.”
“კონტრაქტის გახანგრძლივება გუნდის უმეტეს ნაწილთან ძალიან მარტივია. თითქმის არცერთ ფეხბურთელს არ სურს გუნდის დატოვება. ამჟამად ვმუშაობთ მესის, ჩავის და პუიოლის კონტრაქტზე. დანარჩენს შემდეგ განვიხილავთ.”
ასევე ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და ისაუბრეს ნეიმარის ტრანსფერზეც: “ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ამჟამად, ის ირიცხება “სანტოსის” რიგებში და მას კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს.”



