მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგუერო: “ოქროს ბურთს” მესი იმსახურებს”

აგუერო: “ოქროს ბურთს” მესი იმსახურებს”

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს თქმით, მისი თანამემამულე ლიონელ მესი ერთადერთია, ვინც 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას იმსახურებს.

“ოქროს ბურთი ლეომ უნდა მიიღოს. 2012 წელს, გატანილი გოლების მხრივ, მან ისტორიული რეკორდი დაამყარა. ყველაფერი იმის გამო, რასაც იგი “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის აკეთებს, მესი ამ წოდებას იმსახურებს.” – აცხადებს სერხიო აგუერო.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში, მესის კონკურენტები ანდრეს ინიესტა და კრიშტიანუ რონალდუ არიან. მათ შორის საუკეთესო ცნობილი 7 იანვარს გახდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში