თურქული “გალათასარაის” ფორვარდმა, ბურაქ ილმაზმა ჩემპიონთა ლიგის 2012/13 სეზონის ბომბარდირთა დავაზე თავისი აზრი გამოთქვა.
“ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, ალბათ, ვერ გავხდები, მაგრამ თუკი ეს გამომივიდა, ძალიან კარგი იქნება. ჩემი მთავარი მიზანი – გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაა.
მესი და კრიშტიანუ რონალდუ – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ კონკურენციას ვუწევ მათ, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მჯერა, რომ შემიძლია მათ წინააღმდეგ ასპარეზობა. უბრალოდ ვცდილობ, ვითამაშო კარგად და გავიტანო რაც შეიძლება ბევრი გოლი.
მიუხედავად იმისა, რომ გავხდი თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირი წარსულში, ხალხს არ შეუწყვეტია კრიტიკა ჩემს მიმართ. პირადად ძალიან ბევრს მივაღწიე, მაგრამ ხალხისადმი დამოკიდებულება ჩემდამი მაინც განსხვავებული რჩება. ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ “გალათასარაიში”. – დაასრულა ილმაზმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 27 წლის ფეხბურთელმა, 6 შეხვედრაში ამდენივე გოლის გატანა მოახერხა.



