workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნათესაური კავშირები

ნათესაური კავშირები

მუნდიალების ისტორიაში ძმათა ორმოც წყვილს უთამაშია, როგორც ერთდროულად, ასევე სხვადასხვა დროს. თუმცა, აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ძმებს სხვადასხვა ეროვნული გუნდის ღირსება დაეცვათ.

სამხრეთ აფრიკაში მოასპარეზე ნაკრებებში ნათესავები ბლომად არიან. სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი და ამავე გუნდის ნახევარმცველი ვლადიმირი უმცროსი, მამა-შვილი არიან, ისევე როგორც აშშ-ს ნაკრების დამრიგებელი ბობ ბრედლი და გუნდის ნახევარმცველი მაიკლ ბრედლი.

კოტ დ’ივუარის ნაკრებში ძმები კოლო და იაია ტურე ბურთაობდნენ, ჰონდურასში ჯერი და ჯონი პალასიოსები, კევინ და ჯორჯ ბოატენგებზე კი ზემოთ მოგახსენეთ.

მუნდიალებზე სხვა ხასიათის ნათესაური კავშირებიც დაფიქსირებულა. მამა-შვილი, ბაბუა_შვილიშვილი, ბიძაშვილები, ბიძა და ძმისშვილი (ან დისშვილი).

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ასევთქვათ, “ბლატნოი კავშირის” კიდევ ერთი ჯგუფი გამოვლინდა, სიძე-სიმამრი.

იმის მაგივრად, რომ სიმამრი ბაბუად გარდასახონ, ეს ფეხბურთელები მწვანე მინდორზე ბურთს დასდევენ, თანაც თავიანთი ნათესავების ზედამხედველობის ქვეშ.

ფაქტები გინდათ? კი ბატონო!

ნათესაური კავშირები

მამა-შვილი

მარტინ ვენტოლრა (ესპანეთი, 1934) – ხოსე ვენტოლრა (მექსიკა, 1970)
როჯერ რიო (საფრანგეთი, 1934) – პატრის რიო (საფრანგეთი, 1978)
დომინგეს დე გუია (ბრაზილია, 1938) – ადემირ და გუია (ბრაზილია, 1974)
ვისენტე ასენსი (ესპანეთი, 1950) – ხუან მიგელ ასენსი (ესპანეთი, 1978)
ჩეზარე მალდინი (იტალია, 1962) – პაოლო მალდინი (1990/94/98/02)
მანუელ სანჩეს მარტინესი (ესპანეთი, 1966) – მანუელ სანჩეს ონტიუელო (ესპანეთი, 1990)
ჟან ჯორკაეფი (საფრანგეთი, 1966) – იური ჯორკაეფი (საფრანგეთი, 1998/02)
მიგელ რეინა (ესპანეთი, 1966) – პეპე რეინა (ესპანეთი, 2006/10)
პაბლო ფორლანი (ურუგვაი, 1966/74) – დიეგო ფორლანი (ურუგვაი, 2002/10)
ნიკულაე ლუპესკუ (რუმინეთი, 1970) – იონატ ლუპესკუ (რუმინეთი, 1990/94)
იან ვერჰეიენი (ბელგია, 1970) – გერტ ვერჰეიენი (ბელგია, 1998/02)
ანდერს ლინდეროტი (შვედეთი, 1978) – ტობიას ლინდეროტი (შვედეთი, 2002/06)
ხულიო მონტერო (ურუგვაი, 1970/74) – პაოლო მონტერო (ურუგვაი, 2002)
როი ანდერსონი (შვედეთი, 1978) – პატრიკ ანდერსონი (შვედეთი, 1994/2002)
როი ანდერსონი (შვედეთი, 1978) – დანიელ ანდერსონი (შვედეთი, 2002/2006)
მიგელ ანხელ ალონსო (ესპანეთი, 1982) – ხაბი ალონსო (ესპანეთი, 2006/2010)
ვლოდიმერჟ სმოლიარეკი (პოლონეთი, 1982/86) – ეიზებიუშ სმოლიარეკი (პოლონეთი, 2006)
ჩა ბუმ-კუნი (სამხრეთ კორეა, 1986) – ჩა დუ-რი (სამხრეთ კორეა, 2002/2010)
ხავიერ ერნანდესი (მექსიკა, 1986) – ხავიერ ერნანდესი (მექსიკა, 2010).

ბიძა – ძმისშვილი (ან დისშვილი)

ხოსე ლეანდრო ანდრადე (ურუგვაი, 1930) – ვიქტორ როდრიგეს ანდრადე (ურუგვაი, 1950)
კნუტ ნორდაალი (შვედეთი, 1950) – ტომას ნორდალი (შვედეთი, 1970)
რენე-პიერ კვენტინი (შვეიცარია, 1966) – ივან კვენტინი (შვეიცარია, 1994)
გარი კელი (ირლანდია 1994/02) – იან ჰარტი (ირლანდია, 2002)
რიგობერტ სონგი (კამერუნი, 2010) – ალექს სონგი (კამერუნი, 2010)

ბიძაშვილები

ჰევარდ ფლო (ნორვეგია, 1998) – ჟოსტენ ფლო (ნორვეგია, 1994/98)
ჰევარდ ფლო (ნორვეგია, 1998) – ტორე ანდრე ფლო (ნორვეგია, 1998)
ლეს ფერდინანდი (ინგლისი, 1998) – რიო ფერდინანდი (ინგლისი, 1998/02/06)
სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია, 2010) – ჟესმინ ჰანდანოვიჩი (სლოვენია, 2010)

ბაბუა-შვილიშვილი

ლუის პირესი (მექსიკა, 1930) – მარიო პირესი (მექსიკა, 1970)
ტომას ბალკასარი (მექსიკა, 1954) – ხავიერ ერნანდესი (მექსიკა, 2010)

სიმამრი მწვრთნელი – სიძე ფეხბურთელი

დიეგო მარადონა (არგენტინა, 2010) – სერხიო აგერო (არგენტინა, 2010)
ბერტ ვან მაარვიკი (ჰოლანდია, 2010) – მარკ ვან ბომელი (ჰოლანდია, 2010)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში