ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარიო ზაგალომ განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის შედარება ბრაზილიელ ლეგენდა პელესთან არ შეიძლება.
“მესი დღეისათვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია იმის გამო, რაც გააკეთა და რასაც აკეთებს, მაგრამ ძალიან გთხოვთ მას ნუ შეადარებთ პელეს. ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიტანს 1281 გოლზე მეტს.”
“პელემ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო მესიმ არგენტინაში ჯერ-ჯერჯერობით განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოთამაშის სტატუსს ძალიან მაღლა სწევს.” -ციტირებს ზაგალოს სიტყვებს A Bola.



