მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიშს ტიტო ვილანოვამ უხელმძღვანელა (ვიდეო + სურათები)

ვარჯიშს ტიტო ვილანოვამ უხელმძღვანელა (ვიდეო + სურათები)

 

ტიტო ვილანოვა დღის მეორე ვარჯიშის მთავარი მოქმედი ფიგურა იყო. მწვრთნელი, რომელსაც ოპერაცია 20 დეკემბერს ჩაუტარდა და 22 დეკემბერს საავადმყოფოდან გაწერეს გუნდის წლის მეორე სესიაზე იმყოფებოდა. დილით ტიტო “სიუტატ ესპორტივაზე” იმყოფებოდა, სადაც ის მოთამაშეები მოინახულა, რომლებიც კატალონიისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრისთვის გადიოდნენ მზადებას.

 

სესკი და სონგი გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ

 

დღის მეორე სესიაზე გუნდის ყველა მოთამაშე იმყოფებოდა იმათ გარდა, რომლებიც კატალონიის ნაკრებში თამაშობენ. გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ ალექს სონგი და სესკ ფაბრეგასი, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ. ლეო მესი და ადრიანო კორეია ბარსელონაში დაგვიანებით ჩაფრინდნენ, ამიტომაც ისინი მოგვიანებით, ცალკე ვარჯიშობდნენ.

 

ხუთშაბათს 2 სესია

 

პირველი გუნდი ვარჯიშს ხვალ დაუბრუნდება და მოთამაშეები ორ სავარჯიშო სესიაში მიიღებენ მონაწილეობას. პირველის დასრულების შემდეგ, რომელიც 11 საათზე იწყება ვიქტორ ვალდესი პრეს–კონფერენციას გამართავს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ebhPRS-4g_4]

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში