“სუონსის” მთავარმა მწვრთნელმა, მიქელ საუდრუპმა უარყო ის ჭორები, რომლის თანახმადაც მისი კლუბი “ბარსელონას” თავდამსხმელის, დავიდ ვილიას გადაბირებითაა დაინტერესებული.
“ბარსელონას” თავდამსხმელის შესახებ ბოლო დღეებში ძალიან ბევრს საუბრობენ. თავად ასტურიელი კომენტარს არ აკეთებს ამ თემასთნ დაკავშირებით, კატალონიურ კლუბში კი ირწმუნებიან, რომ მოთამაშე კლუბს არ დატოვებს.
“ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა დავიდ ვილიას შესახებ, თუმცა ერთადერთი ვილა, რომელიც ჩვენს კლუბთან ახლოსაა ეს “ასტონ ვილაა” (ვილიას გვარი და ინგლისური კლუბის სახელის მეორე სიტყვა ერთნაირად იწერება – VILLA) – განაცხადა დანიელმა სპეციალისტმა.


