იტალიური “მილანის” 27 წლის ნახევარმცველმა იტალიელმა რიკარდო მონტოლივომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ 1/8 ფინალის მატჩზე ისაუბრა. იტყობინება barcastuff.
იტალიელმა ფეხბურთელმა საკუთარ სიტყვებში მთავარი აქცენტი მეტოქის ლიდერზე, ლიონელ მესიზე გააკეთა.
“ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/8 ფინალში ჩვენი მეტოქე “ბარსელონაა” – ეს არის ესპანეთის ეროვნული ნაკრები, რომელსაც გუნდში ლიონელ მესი ჰყავს.” – თქვა მონტოლივომ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მესიმ არგენტინის ნაკრებში და კლუბში 91 გოლის გატანა მოახერხა.



