მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სტატისტიკა 2012 წელს

“ბარსელონას” სტატისტიკა 2012 წელს

 

2012 წელს “ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასის მოგება შეძლო და განსაცვიფრებელი შედეგები დააფიქსირა – გუნდმა 12 თვის განმავლობაში 62 ოფიციალური შეხვედრიდან 49 მატჩის მოგება შეძლო (78%), 9 მატჩი ფრედ დასრუდლა (14%), ხოლო 5 შეხვედრაში კატალონიელები დამარცხდნენ (8%). გუნდმა გაიტანა 175 გოლი, საშუალოდ 2.7 გოლი შეხვედრაში და საკუთარ კარში მიიღო 61 – საშუალოდ 0.95 გოლი შეხვედრაში. გამარჯვებების და გოლების რაოდენობა კალენდარულ წელში პრიმერას ისტორიაშია რეკორდულია.

 

2012 წლის საუკეთესო მეგოლე რა თქმა უნდა, ლეო მესი იყო. არგენტინელმა 91 გოლის გატანას მოახერხა, 79 “ბარსაში”, ხოლო 12 არგენტინის ნაკრებში. გუნდის სხვა მეგოლეები 2012 წელს იყვნენ ჩავი (11), ფაბრეგასი (11), სანჩესი (10), პედრო (9), ტელიო (9), ვილია (8), ინიესტა (7), ადრიანო (6), პუიოლი (5), ბუსკეტსი (3), ალვესი (3), ალბა (3), კეიტა (3), პიკე (2), აბიდალი (1), ტიაგო (1), სონგი (1), სერხი რობერტო (1) და საკუთარ კარში მეტოქემ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

 

ვილანოვას გუნდის ბწრყინვალე სტარტი

 

თუკი 2012 წელს 2 ნაწილად გავყოფთ – იანვრიდან ივლისამდე, სადაც 2011/12 სეზონის მეორე ნაწილი იყო და აგვისტოდან დეკემბრამდე, როცა გუნდი ტიტო ვილანოვამ ჩაიბარა – ახალი მთავარი მწვრთნელის წარმატება ნათელია: მისი მწვრთნელობის დროს გუნდმა გაიმარჯვა 24 შეხვედრაში, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 2 შეხევდრაში კატალონიელები დამარცხდნენ. გუნდი შეხვედრების 86 პროცენტში იმარჯვებს. ასევე დამყარდა ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი – 16 გამარჯვება და 1 ფრე საწყისს 17 ტურში. ტიტოს გუნდმა 80 გოლი გაიტანა (2.85 საშუალოდ) და გაუშვა 29 (1.03 საშუალოდ). საუკეთესო მეგოლეები მესი (35), ვილია (8), ფაბრეგასი (7) და ადრიანო (6) არიან.

 

კარგი სტარტი წლის პირველ ნახევარში

 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში გუნდმა 1 ტიტული მოიგო 2012 წლის პირველ ნახევარში პეპ გვარდიოლას შეგირდებს კარგი მაჩვენებლები ჰქონდათ – 25 გამარჯვება, 7 ფრე და 3 მარცხი იანვრიდან ივნისამდე. გუნდმა გაიტანა 95 და გაუშვა 32 გოლი. იმ პერიოდში საუკეთესო მეგოლეები მესი (44), ალექსისი (8) და პედრო (7) იყვნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში