საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ასევე ფრანგული “მარსელის” მეკარემ სტივ მანდანდამ განაცხადა და თვლის, რომ “ოქროს ბურთი ფიფა” – 2012 კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ანდრეს ინიესტას ეკუთვნის.
“ჩემი არჩევანი – ინიესტა. ხოლო ვინ არის საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი, მე ამ დისკუსიაში ჩართვას არ ვაპირებ. ინიესტა – შესანიშნავი ფეხბურთელია. მე არ ვთვლი, რომ მას რამე აკლდეს “ოქროს ბურთის” მისაღებად.” – ციტირებს ფრანგის სიტყვებს ფრანგული ინტერნეტ-გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 2013 წლის 7 იანვარს შვეიცარიაში, ციურიხში გაიმართება.



