ჩავი ერნანდესი, კარლეს პუიოლი და ლეო მესი მსოფლიოს ფეხბურთის და “ბარსელონას” ლეგენდები არიან. მთელი კარიერა მათ “ლურჯ–ბროწეულისფერ” მაისურს შეწირეს. ფეხბურთელებად ისინი კლუბის აკადემიაში ჩამოყალიბდნენ, მათ მიიღეს მდიდარი და წარმატებით სავსე კარიერა პირველ გუნდში, რომელშიც ერთად 2004/05 სეზონის შემდეგ ასპარეზობენ. ჩავისთვის და პუიოლისთვის ეს ლამაზი ისტორია მინიმუმ 2016 წლამდე გაგრძელდება, ხოლო ლეო მესისთვის 2018 წლამდე.
რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით

ჩავი ერნანდესს 32 წლის ასაკში კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტ ოფიციალურ შეხვედრაში აქვს მიღებული მონაწილოება. ის გუნდის აზრია, რომელზეც აგებულია გუნდის სათამაშო სტილი. ის კომბინაციურ და შემტევ ფეხბურთში 1991 წლის შემდეგ ცხოვრობს, როცა კლუბის ახალგაზრდულ სისტემაში ჩაეწერა. მას შემდეგ მან ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა, პირველ გუნდში დებიუტი კი 1998 წელს ჰქონდა. ამგავარად მიმდინარე სეზონი მისთვის მე–14 პირველ გუნდში. მიმდინარე წელს მან პრიმერას 16–ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ასევე ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში, სამეფო თასის 1 და ესპანეთის სუპერთასის 2 შეხვედრაში.
მამაცი კაპიტანი

34 წლის კარლეს პუიოლი გუნდის პირველი კაპიტანია 2004 წლიდან. ის გუნდის სულია, მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდებისთის გამარჯვებული სულის გამო. ის ახალგაზრდულ გუნდში 1995 წელს მივიდა. თავიდან პუიოლი თავდამსხმელმად თამაშობდა, შემდეგ მარჯვენა მცველად (ამ პოზიციაზე ჰქონდა მას დებიუტი პირველ გუნდში 1999 წელს), ხოლო საბოლოოდ ბოლო 10 წლეულის საუკეთესო ცენტრალურ მცველად იქცა. პუიოლი კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეორე პოზიციაზე იმყოფება, მას 569 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მიუხედავად ბოლო დროს მიღებული ხშირი ტრავმებისა, რომლებიც უფრო უიღბლობის ბრალი იყო ის გუნდის დაცვის ხაზის უმნიშვნელოვანესს ფიგურად მიიჩნევა.
საუკეთესო

25 წლის ასაკში ლეო მესი ერთადერთი და განუმეორებელია. მიუხედავად ასეთი ასაკისა მას ხშირად მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევენ. გენიალური და გადამწყვეტი – ის საუკეთესო “ბარსელონას” ნამდვილი ვარსკვლავია. მას უკვე მოპოვებული აქვს 3 “ოქროს ბურთი” და იანვარში შეიძლება გახდეს პირველი მოთამაშე, რომელიც ამ ჯილდოს მეოთხედ დაეუფლება. მის ანგარიშზეა ასევე 2 “ოქროს ბუცი”. არგენტინელი შეუჩერებელია მეტოქე გუნდის საჯარიმოსთან: ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია ოფიციალურ შეხვედრებში (287 გოლი). “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების რიგებში 2012 კალენდარულ წელს მას 90 გოლი აქვს გატანილი, რაც მსოფლიო რეკორდია. მიმდინარე სეზონში პრიმერას 16 ტურში მის ანგარიშზე 25 გოლია.
კონტრაქტების ამოწურვის დროს, 2016 წელს ჩავი ერნანდესს და კარლეს პუიოლს კლუბში 25 და 21 წელი ექნებათ გატარებული შესაბამისად, ხოლო ლეო მესის 2018 წელს “ბარსას” რიგებში 18 წელი ექნება გატარებული.



