ერიკ აბიდალმა დღეს ექიმებისგან ფეხბურთში დაბრუნების უფლება მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას “RAC-1” ავრცელებს.
უახლოეს დროში ერიკ აბიდალს “ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად თამაში შეეძლება. “RAC-1” გვამცნობს, რომ დღეს შედგა შეხვედრა, სადაც “Hospital Clínic”–ის ექიმები, რომლებმაც ერიკს ოპერაცია ჩაუტარეს, “ბარსელონას” ექიმები და კლუბის დირექტორები იმყოფებოდნენ. შეხვედრის საბოლოო დასკვნა არის ის, რომ ერიკმა წარმატებით გაიარა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ რეაბილიტაცია და ექიმებისგან ფეხბურთში დაბრუნების უფლება მიიღო.
ამის შემდეგ მოთამაშე ეტაპობრივად თანაგუნდელების მსგავსად დაიტვირთება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მალე საახალწლო შესვენებაა ერიკი მოედანს იანვარში დაუბრუნდება. ამგავარად, ყოველგვარი საფრთხის გარეშე ერიკ აბიდალს “ბარსელონას” რიგებში ასპარეზობა შეეძლება.



