მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტონი ფრეიშა: “ეს დამთხვევა იყო”

ტონი ფრეიშა: “ეს დამთხვევა იყო”

 

“ბარსელონას” წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ ისაუბრა კარლეს პუიოლთან, ჩავი ერნანდესთან და ლეო მესისთან კონტრაქტების გახანგრძლივების შესახებ.

 

“პუიოლი, ჩავი და მესი კლუბის სახეს წარმოადგენენ, ამიტომაც მათი გუნდში დატოვება აუცილებელი იყო. ჩვენი წარმატებული პროექტი გაგრძელება ამ მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივებით ხელმძღვანელობისთვის სიამოვნებაა. სამივე მათგანთან კონტრაქტების გახანგრძლივების შესახებ დღეს გამოცხადება უბრალოდ დამთხვევა იყო. სპეციალური სტრატეგია არ ყოფილა. რაც შეეხება პუიოლს, ის ითამაშებს მანამდე, სანამ ენდომება. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და ყოველ დღე გვაჩვენებს, რომ მისთვის არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა” – განაცხადა ფრეიშამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში