workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წლის ბოლო სავარჯიშო კვირა დაიწყო

წლის ბოლო სავარჯიშო კვირა დაიწყო

 

გუნდმა საშობაო არდადეგებამდე ბოლო სავარჯიშო კვირა დაიწყო, სადაც მოთამაშების ყურადღება სრულად გადატანილია “ვალიადოლიდთან” გამარჯვებაზე. მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გუნდმა “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში დაიწყო. ის მოთამაშეები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. ადრიანო, ინიესტა და მესი დარბაზში ვარჯიშობდნენ. ერიკ აბიდალი მოედანზე, განცალკევებით იტვირთებოდა. სესიაზე “ბარსა ბ”– ს მოთამაშეები იმყოფებოდნენ: ტელიო, რომანი, სერხი გომესი, ბალიუ, არაუხო, იე, დონგოუ, მიგელ ანხელი, ესპინოსა, კვინტილა, ილიე და ოიერი.

 

3 სავარჯიშო სესია “ვალიადოლიდთან” მატჩამდე

 

გუნდი სამშაბათს დაისვენებს და ვარჯიშს ოთხშაბათს, 18 საათზე განაახლებს. სესიის საწყისი 15 წუთი მედიისთვის ღია იქნება. ხუთშაბათს და პარასკევს ტიტო ვილანოვა მოთამაშეებს “ვალიადოლიდთან” შეხვედრისთვის დახურულ კარს მიღმა მოამზადებს. ხუთშაბათის სესია დილის 11 საათზე დაიწყება, ხოლო პარასკევის 17 საათზე. პარასკევს სავარჯიშო სესიამდე ტიტო ვილანოვა პრეს–კონფერენციას გამართავს.

 

გამგზავრება პარასკევს

 

2012 წლის ბოლო შეხვედრა შაბათს, 21 საათზე გაიმართება. ფეხბურთელები ვალიადოლიდში პარასკევს, სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ გაემგზავრებიან.

 

ვარჯიშს ვერონი დაესწრო

 

დღევანდელი დილის ვარჯიშს არგენტინელ ხოან სებასტიან ვერონი ესწრებოდა. 3 წლის წინ ვერონი “ესტუდიანტესის” რიგებში თამაშობდა, რომელიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდა.

 

სურათები:


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward