“ბარსელონას” თავდამსხმელს ძალიან სურს მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაში, თუმცა მთავარი მწვრთნელი შეხვედრის წინ მატჩის გეგმებზე არ საუბრობს.
როგორც იცით ვილია ბოლო დროს ძირითადის მოთამაშედ არ მიიჩნევა, რის გამოც “ბარსელონადან” მის შესაძლო წასვლაზეც ალაპარაკდნენ. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით ზაფხულში ვილიას შეძენას “ლივერპული” შეეცდება, რომელიც ესპანელში 12–15 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
დავიდ ვილიას პრიმერას ბოლო 3 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სესკ ფაბრეგასის ტრავმის გამო ის იმედოვნებს, რომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ძირითადში ითამაშებს. ამასთანავე ალექსის სანჩესი ტრავმირებული იყო და ახალი დაბრუნებულია.
“ჩვენ არ გვაქვს მატჩები, რომლებსაც მნიშვნელოვნად არ მივიჩნევთ. ითამაშებს თუ არა ვილია “ატლეტიკოსთან” ეს იმის განმსაზღვრელი არ იქნება, თუ როგორ ვუყურებთ მატჩს” – ბუნდოვანი პასუხი გასცა ტიტო ვილანოვამ ამ კითხვას.



