მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ჩემი ოცნება ახდება”

ჩავი: “ჩემი ოცნება ახდება”

 

ხუთშაბათს ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, “კორობასთან” გამარჯვების შემდეგ. მან ბევრი კარგი რამ თქვა მადრიდის “ატლეტიკოზე”, რომელსაც გუნდი კვირას დაუპირისპირდება და ამტკიცებდა იმას, რომ ისინი ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას ბოლო ტურამდე გააგრძელებენ: “ისინი ძალიან ცოტა ქულებს კარგავენ. მათ იციან რასაც აკეთებენ. მათი მწვრთნელი ძალიან კარგად მუშაობს, ხოლო შეტევაში ისეთი მოთამაშე ყავთ, როგორიც რადამელ ფალკაოა“.

 

“ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მან განაცხადა: “მხარეებს მოლაპარაკება დიდხანს არ გაუგრძელდათ. ჩემი ოცნება კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაზე ახდება. მე ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ კარიერის აქ დასრულება შემიძლია. თუკი 36 წლის ასაკში კვლავ “ბარსაში” ვიქნები ეს შესანიშნავი იქნება. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია. ამჟამად აქ თამაშით სიამოვნების მიღება მსურს 2016 წლამდე“.

 

მცირე ცვლილებები

 

გუნდის თამაშში მცირე ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც მთავარ მწვრთნელად ტიტო ვილანოვა დაინიშნა: “რაღაც შეიცვალა. გასულ სეზონში ხშირ შემთხვევაში მეტოქის კარებში ბურთი არ შედიოდა. ახლა უფრო წარმატებულები ვართ ამ კუთხით. ჩვენ კმაყოფილები ვართ და ბოლომდე ვიხარჯებით ვარჯიშებზე, თუმცა გამარჯვებები კვლავ გვსურს. ყველაფერი იგივე დარჩა და მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს“.

 

როდესაც მას დავიდ ვილიაზე შეეკითხნენ ჩავიმ განაცხადა: “ის სწორი მიმართულებით მიდის. ვილია შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. მან გადალახა ტრავმა და ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგადაა“. ნახევარმცველს ერიკ აბიდალზეც დაუსვეს შეკითხვა: “ახლა ყველაფერი მასზე და ექიმებზეა დამოკიდებული. მორალურად ის ძალიან ძლიერია. ვნახოთ, თუ როდის შეძლებს ერიკი დაბრუნებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვსურს“.

 

შექება ინიესტას

 

“ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიის მოახლოვებასთან ერთად ჩავიმ თანაგუნდელი, ანდრეს ინიესტა შეაქო, რომელიც მისი აზრით იმსახურებს აღიარებას: “ის წლების განმავლობაში აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ინიესტა ფენომენალური ფეხბურთელია. ის აკონტროლებს ბურთს, კარგად ცდება მეტოქეებს. აშკარაა, რომ ის იმსახურებს ამ ჯილდოს“.

 

ლეო მესის მნიშვნელობაზე საუბრისას ჩავიმ აღნიშნა, რომ “ბარსელონა” არგენტინელის გარეშე ვერ წარმოუდგენია: “გუნდი მესის გარეშე? მე ამაზე ფიქრიც არ შემიძლია. ის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა და მოედანზე გადამწყვეტია. ჩვენ გვჭირდება ლეო და მას ჭირდება გუნდი. იქნება შეხვედრები, სადაც ის არ ითამაშებს, თუმცა მატჩის ბედს სხვა მოთამაშე გადაწყვეტს“.

 

მუდმივი მეტოქე

 

მიუხედავად 11 ქულიანი ჩამორჩენისა ჩავი არ მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს შეგირდები დანებდნენ საჩემპიონო ბრძოლაში: “რასაც მე ვხედავ არის ის, რომ მათ უჭირთ გამარჯვებების მოპოვება სახლის გარეთ. სხვა გუნდები უფრო უმატებენ “რეალთან” და “ბარსასთან” ჭიდილის გამო. უფრო რთული ხდება გამარჯვება, რადგან მეტოქეებსაც საკუთარი გამოწვევები აქვთ. ამჯამად ისე ჩანს, რომ “ბარსას” ყველაფერი ადვილად გამოდის და “რეალი” ყველაფერს ცუდად აკეთბს, თუმცა ეს ასე არ არის. მახსოვს 2008/09 სეზონში მათ 12 ქულით ვუსწრებდით, თუმცა თითქმის გაგვითანაბრდნენ“.

 

პრეს–კონფერენციის დასასრულს ჩავიმ განათლების მინისტრის გეგმაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც კატალონიურ სკოლებში კატალონიური ენის აკრძალვას ეხება: “ეს ჩვენი უფლებაა – კატალონიურ ენაზე საუბარი. ეს ჩვენი ცხოვრების ფილოსოფიაა. მე არ ვეთანხმები განათლების მინისტრს. პოლიტიკოსები პრობლემების გადასაჭრელად ინიშნებიან და ეს მე არ მომწონს“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში