ტურინის “იუვენტუსი” მზად არის კატალონიის “ბარსელონას” 23 წლის თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას არენდით აიყვანონ. ტურინელებს ასევე აქვთ მეორე ვარიანტი, რაც ფეხბურთელის სეზონის ბოლოს შეძენას გულისხმობს. იტყობინება, La Gazetta dello Sport.
სავსებით შესაძლებელია, რომ ალექსისი იტალიაში ისევ დაბრუნდეს ამაზე კი მისი თამაში მეტყველებს, მიმდინარე სეზონში ჩილელმა თავდამსხმელმა “ბარსელონას” რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. აქვე შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ სანჩესი 2011 წლის ზაფხულში იტალიური “უდინეზესგან” 26 მილიონად შეიძინა.


