მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ტელიომ კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ტელიომ კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა

 

“ბარსელონამ” შეთანხმებას მიაღწია კრისტიან ტელიოს, რის შემდეგაც მასთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო იქნება. მხარეები კონტრაქტს ოფიციალურად ხელს 17 დეკემბერს, კლუბის ოფისში მოაწერენ.

 

ახალგაზრდული სისტემის პროდუქტი

 

კრისტიან ტელიო “ბარსელონას” ახალგაზრდულ სისტემაში 2002–2007 წლებში თამაშობდა. 2 სეზონი მას “ესპანიოლშიც” აქვს გატარებული. “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში ის 2010 წელს დაბრუნდა, რის შემდეგაც დაიწყო პირველ გუნდში ადგილის მოპოვება.

 

პირველ გუნდში მისი დებიუტი 2011 წლის 8 ნოემბერს, სამეფო თასის შეხვედრაში, “ოსპიტალეტთან” შედგა. იმ შეხვედრაში ახალგაზდრა მოთამაშებ ორი გოლის გატანა მოახერხა. ლა ლიგაში დებიუტი რამდენიმე კვირის შემდეგ შედგა. 2012 წლის 28 იანვარს მან “ვილიარეალთან” ითამაშა, 1 კვირის შემდეგ კი “სოსიედადთან” შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, სადაც კვლავ შეძლო გოლის გატანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში