“ბარსელონას” სამედიცინო შტაბმა დაადასტურა, რომ სესკ ფაბრეგასმა “ბეტისთან” შეხვედრაში მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. მას დასაბრუნებლად 3–4 კვირა დასჭირდება. ამგავარად ის 2012 წელს დარჩენილ ყველა შეხვედრას გამოტოვებს – “კორდობა”, მადრიდის “ატლეტიკო” და “ვალიადოლიდი”. ასევე საეჭვოა მისი მონაწილეობა 2013 წლის პირველ შეხვედრებში – “ესპანიოლთან” და “კორდობასთან” განმეორებით შეხვედრაში.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა დაზიანება შეხვედრის მე–10 წუთზე მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე ალექსის სანჩესი შევიდა.
პუიოლის იძულებითი ცვლილება
კაპიტანი კარლეს პუიოლი შესვენების შემდეგ ხავიერ მასკერანომ შეცვალა. ეს ცვლილება ასევე იძულებითი ხასიათის იყო, რადგან კარლესმა მარჯვენა ფეხში შესვენებისას ტკივილი იგრძნო.



