ესპანური პრესის ინფორმაციით კატალონიური “ბარსელონას” წარმომადგენლები დორტმუნდის “ბორუსიას” 3 მოთამაშით ინტერესდებიან.
საუბარი არის მცველებზე, მატს ჰუმელსზე და ნევენ სუბოტიჩზე, ასევე ნახევარმცველ მარიო გიოტცეზე. ამასთან დაკავშირებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხევდრაში, სადაც “ბორუსია” უმასპინძლებს “მანჩესტერ სიტის” კატალონიელთა წარმომადგენლები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კატალონიელები მატს ჰუმელსს უკვე აკვირდებოდნენ. ამჟამად “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო “ბორუსია” ბუნდესლიგაში მესამე პოზიციაზე იმყოფება.