მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადამიანი, რომლის დავიწყება შეუძლებელია…

ადამიანი, რომლის დავიწყება შეუძლებელია…

 

ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორ შედეგებს აღწევს ტიტო ვილანოვას “ბარსელონა”. კატალონიელებმა პრიმერას ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღეს, გუნდი შესანიშნავად ირჯება შეტევაში, რაზეც 14 შეხვედრაში გატანილი 48 გოლი მეტყველებს. სატურნირო ცხრილში მე–2 ადგილოსანი “ატლეტიკო” 6 ქულით უკან იმყოფება, ხოლო ჟოზე მოურინიოს მრისხანე მადრიდის “რეალის” 11 ქულით ჩამორჩება ლიდერს, მაგრამ…

 

“ბარსელონას” ყოველ ვარჯიშს, ყოველ პრეს–კონფერენციას, ყოველ შეხვედრას აკლია პიროვნება, რომელმაც კრიზისში მყოფი გუნდი ჩაიბარა და ისეთი ფეხბურთი აათამაშა, რომელსაც გულშემატკივართა დიდი ნაწილი განუმეორებლად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, საუბარი ხოსეპ გვარდიოლაზეა, რომლის სახელი “ბარსელონას” ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, ახლა კი ახალგაზრდა სპეციალისტი ნიუ–იორკში, ოჯახთან ერთად იმყოფება. ჩვენს მსგავსად, ალბათ უფრო მეტადაც გაახსენდება ხოლმე მას ის პერიოდი, ის დიდებული პერიოდი, განუმეორებელი 4 წელი.

 

ბოლო პერიოდში ბევრი გუნდის თუ ნაკრების სახელი დაუკავშირეს გვარდიოლას, თუმცა ის მომავალ სეზონამდე დამსახურებული შვებულების შეწყვეტას არ აპირებს. მომავალი სეზონიდან კი ჩაიბარებს გუნდს, სადაც მისთვის ახალი გამოწვევები იქნება. ჩვენ კი გავიხსენოთ ის დიდებული 4 წელი და ადამიანი, რომლის დავიწყება შეუძლებელია…

 

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში