მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიდერის გამარჯვება ციფრებში

ლიდერის გამარჯვება ციფრებში

 

 – “ბარსელონამ” პრიმერას ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო. 14 ტურში გუნდს 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული (92.8%). კატალონიელებმა 48 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 16 ბურთი მიიღეს.

 

 – გუშინ მეორე შემთხვევა იყო, როცა გუნდმა “ნოუ კამპზე” 5 გოლი გაიტანა. პირველად ეს ლა ლიგის პირველ ტურში, “რეალ სოსიედადთან” (5:1) შეხვედრაში დაფიქსირდა.

 

 – ადრიანომ “ბარსას” რიგებში პრიმერაში 50–ე შეხვედრა გოლით აღნიშნა. მიმდინარე სეზონში მას უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და გუნდის მე–4 საუკეთესო  ბომბარიდირია მესის (28), ვილიას (8) და სესკის (7) შემდეგ.

 

 – პიკემ მიმდინარე სეზონში პირველად მოახერხა გოლის გატანა. “ბარსას” რიგებში ბოლოს გოლი მან 2012 წლის 24 მარტს, “მალიორკასთან” შეხვედრაში გაიტანა.

 

 – პიკეს გოლის შემდეგ მიმდინარე სეზონში გუნდის 5 მცველს აქვს გოლი გატანილი. ესენი არიან ადრიანო (5), ალბა (3), პუიოლი (1), ალვესი (1) და პიკე (1).

 

 – მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენა გუნდის 14–მა ფეხბურთელმა შეძლო.

 

 – ინიესტამ პროფესიულ კარიერაში მე–500 შეხვედრა ჩაატარა: 423 “ბარსას” რიგებში და 77 ესპანეთის ნაკრების. მას 54 გოლი აქვს გატანილი და მოგებული აქვს 22 ტიტული.

 

 – პრიმერას გათამაშებაში “ბარსელონას” და “ატლეტიკს” შორის პირველად დაფიქსირდა ანგარიში 5:1. ბასკები უკვე 11 წელია ვერ ახერხებენ “ნოუ კამპზე” გამარჯვებას.

 

 – მესიმ “ბარსას” რიგებში 350–ე შეხვედრა ჩაატარა. მან შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც ლა ლიგაში გოლების რაოდენობით სესარს დაეწია. 1 გოლი აშორებს მას გერდ მიულერის ლეგენდარულ რეკორდამდე.

 

 – პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონამ” უახლოეს მდევართან პირველად გაზარდა ქულათა სხვაობა 6 ქულამდე. “ატლეტიკო” მადრიდულ დერბიში დამარცხდა და კატალონიელებს 6 ქულით ჩამორჩა, ხოლო ჟოზე მოურინიოს შეგირდება გამარჯვების შემდეგ 11 ქულამდე შეამცირეს სხვაობა “ბარსასთან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში