– გუნდებს შორის გამართულ შეხვედრებში ასეთი ბალანსია: 77 გამარჯვება კატალონიელებმა მოიპოვეს, 58 ბასკებმა, ხოლო 28 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
– “ნოუ კამპზე” ჩატარებული 82 შეხვედრიდან 55 “ბლაუგრანამ” მოიგო. 10 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 17 შეხვედრაში “ატლეტიკმა” იმარჯვა.
– ბილბაოს “ატლეტიკს” ბოლო 8 სეზონია “ნოუ კამპზე” ქულა არ აუღია. კარგი შედეგი ბასკებს ბოლოს 2003/04 სეზონში ჰქონდათ, როცა შეხვედრა 1:1 დასრულდა.
– მას შემდეგ “ბარსელონა” შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლს იტანს, როცა “კამპ ნოუს” ბასკები სტუმრობენ.
– ყველაზე დიდი გამარჯვება ამ გუნდებს შორის 2001 წლის 3 თებერვალს დაფიქსირდა, როცა “ბარსამ” 7:0 გაიმარჯვა. გოლები ლუის ენრიკემ (3), კოკუმ (2), აბელარდომ და ოვერმარსმა გაიტანეს.
– ამ შეხვედრიდან 9 თვეში “ნოუ კამპზე” ბასკებმა იმარჯვეს (1:2). გამარჯვების გოლი ესკერომ გაიტანა, რომელიც წლების შემდეგ “ბარსელონას” შეუერთდა.
– ეს ტიტო ვილანოვასთვის პირველი შეხვედრა იქნება ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ. გვარდიოლას ასისტენტის რანგში მან 6–ჯერ დაამარხა “ატლეტიკი”, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
– ბოლოს ეს გუნდები გასული სეზონის მიწურულს, სამეფო თასის ფინალში შეხვდნენ. კატალონიელებმა 3:0 იმარჯვეს, გოლები პედრომ (2) და მესიმ გაიტანეს.
– მიმდინარე სეზონში “ატლეტიკისთვის” პრიმერაში ეს მე–7 გასვლითი მატჩი იქნება. აქედან გამარჯვება მათ 1 შეხვედრაში მოიპოვეს, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 შეხვედრაში კი ბიელსას შეგირდები დამარცხდნენ.
– მარსელო ბიელსას შეგირდები ამჟამად ლა ლიგაში მე–14 პოზიციას იკავებენ 15 ქულით. გასავარდნ ზონას ისინი 4 ქულით უსწრებენ.
– ლეო მესი “ბარსელონას” მაისურით ხვალ 350–ე შეხვედრას ჩაატარებს. მას გერდ მიულერის რეკორდის დამხობის შანსი მიეცემა. მესი 3 გოლით ჩამორჩება ლეგენდარულ გერმანელს.

