ანდალუსიური “კორდობა” სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე “ბარსელონას” მეტოქე იქნება. პირველი შეხვედრა “კორდობას” სტადიონზე, “ესტადიო ნუევო არკანგელზე” ჩატარდება, განმეორებითი მატჩი კი 1 კვირის შემდეგ “ნოუ კამპზე” გაიმართება.
1/16 ფინალში ანდალუსიურმა გუნდმა პრიმერა დივიზიონის გუნდი, “რეალ სოსიედადი” დაამარცხა (2:0 და 2:2). “კორდობა” ამჟამად სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მე–6 პოზიციას იკავებს. მათი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბარგესია.
“ბარსელონა” მესამედ დაუპირისპირდება “კორდობას”. წინა ორი შეხვედრა სამეფო თასის 1/16 ფინალში, 1963/64 წლის სეზონში შედგა. კატალონიელებმა გამარჯვება ორივე დაპირისპირებაში მოიპოვეს და საერთო ჯამში 6:3 გაიმარჯვეს.



