მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო: “2012 წლის წარმატებით დასრულება გვსურს”

ტიაგო: “2012 წლის წარმატებით დასრულება გვსურს”

 

ტიაგო ალკანტარამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის არცერთი წევრი წლის ამ მონაკვეთისთვის ასეთ კარგ პოზიციაში ყოფნას არ ელოდა. ის მოხიბლულია იმ ფაქტით, რომ შაბათს გამარჯვების შემთხვევაში პრიმერას სტარტზე დაგროვებული ქულების რაოდენობით რეკორდს დაამყარებს: “ჩვენ ახლა კარგ ფორმაში ვართ და წლის კარგად დასრულება გვსურს“.

 

მადრიდული დერბი

 

დერბი შაბათს, “ბარსელონასა” და “ატლეტიკის” შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყება. ტიაგო დაუფიქრებლად აცხადებს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი მიმდინარე კვირაში მარსელო ბიელსას გუნდთან გასამართი შეხვედრაა: “ნებისმიერი შედეგი ჩვენთვის დადებითი იქნება მადრიდულ დერბიში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი “ატლეტიკს” დავამარცხებთ“. 11 ქულიანი უპირატესობის მიუხედავად ტიაგო მაინც უფრთხის მადრიდის “რეალს”: “ისინი ყოველთვის სახიფათო მეტოქეები არიან”.

 

ბილბაოს “ატლეტიკის” მატჩში ესპანელმა განაცხადა: “გასულ წელთან შედარებით მათ მოუკლეს. ხავი მარტინესის წასვლამ მათზე ძალიან იმოქმედა, თუმცა ბასკების რიგებში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა, ამიტომაც მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მომატება“.

 

პირველი სრული მატჩი

 

“ალავესთან” შეხვედრაში ტიაგომ მიმდინარე სეზონში პირველად გაატარა მოედანზე 90 წუთი. მას ტრავმა არ აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას: “ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან არ მიმართლებდა, თუმცა ფეხბურთი სპორტის კონტაქტური სახეობაა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

 

მან ლეო მესი შეაქო და მას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე უწოდა: “სხვა მოთამაშეებიც ცუდად არ გამოიყურებიან. ზოგიერთები გოლებს იტანენ, ხოლო ზოგიერთები საგოლე გადაცემებს აკეთებენ. მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას ანდრესს, ლეოს და ჩავის შორის“.

 

პრეს–კონფერენციის დასასრულს მან ახალგაზრდა ჟერარდ დეულოფეუ შეაქო: “ის განსაკუთრებული მოთამაშეა. მასზე ძალიან კარგ ინფორმაციას ვიგებ ჩემი ძმისგან“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში