კატალონიელი მცველი კლუბში დაბრუნების შემდეგ საუკეთესო ხანას გადის. ბოლო 13 შეხვედრიდან ის 12 მატჩში ძირითადში იყო. დასვენების საშუალება მას სამეფო თასზე, “ალავესთან” შეხვედრაში მიეცა. ის კი აცნობიერებს, რომ კიდევ ბევრ კომპონენტში აქვს მოსამატებელი: “თავიდან ცოტათი ნელა დავიწყე სეზონი, თუმცა ახლა თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და მენდობიან. მე ნელ–ნელა ვჯდები გუნდში და ყოველ დღე გაუმჯობესება მსურს“.
სახლში აღზრდილი გუნდი
ალვესის დაშავების შემდეგ “ლევანტესთან” მატჩში მოედანზე მარტინ მონტოია შევიდა, რის შემდეგაც “ბარსას” შემადგენლობა სრულად საკუთარი აღზრდილი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული: “ეს კარგი სიახლეა აკადემიის ბავშვებისთვის – ისინი ხედავენ, რომ ძლიერი შრომით პირველ გუნდში მოხვედრა შესაძლებელია. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით, თუმცა გუნდი არიან მოთამაშეები, რომლებიც სხვა კლუბებიდან მოვიდნენ და ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ჩვენთვის“.
გუნდმა საკუთარ თამაშზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება
“ბარსა” ამჟამად მადრიდის “ატელტიკოს” 3 ქულით უსწრებს, ხოლო მადრიდის “რეალს” 11 ქულით. შემდეგ კვირას ეს ორი გუნდი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეერკინებიან ერთმანეთს. ალბა მიიჩნევს, რომ გუნდმა საკუთარ თამაშზე უნდა იფიქროს: “ჩვენ შემდეგ კვირას ჩვენი მატჩის მოგებას შევეცდებით და სხვა შეხვედრებზე ყურადღებას არ გავამახვილებთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვოთ“.
ჟორდი ალბამ დასასრულს “ატლეტიკო” შეაქო: “მათ დიდებული სეზონი აქვთ და იბრძვიან ჩემპიონობისთვის. მათ ადვილად შეუძლიათ ჩვენი უკან ჩამოტოვება. შენ არაფერი არ უნდა გამორციხო, რადგან ისეთი გუნდი, როგორიც მადრიდის “რეალია” ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს, რათა ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს“.



