ტიტო ვილანოვას “ბარსა”, რომელმაც გუშინ პრიმერას მე–13 ტურში “ლევანტე” დაამარცხა გაუტოლდა რადომირ ანტიჩის მადრიდის “რეალის” 1991/92 სეზონის შედეგს. ვალენსიურ კლუბთან 0:4 გამარჯვების შემდეგ, სადაც გოლები ლეო მესიმ (2), ანდრეს ინიესტამ და სესკ ფაბრეგასმა გაიტანეს კატალონიელებს 37 ქულა დაუგროვდათ. ისინი 3 ქულით უსწრებენ მე–2 ადგილზე მყოფ მადრიდის “ატლეტიკოს” და 11 ქულით მესამე ადგილზე მყოფ მადრიდის “რეალს”.
პრიმერას საწყისს 13 ტურში 12 გამარჯვების და 1 ფრის შემდეგ ვილანოვას გუნდმა 20 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა და შემდეგ ტურში, სადაც კატალონიელები შინ ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებენ ახალი რეკორდის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ. 1991 წელს, სადაც ანტიჩის გუნდმა 13 შეხვედრაში 12 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა მე–14 ტურში “სარაგოსასთან” ფრედ ითამაშა. საბოლოოდ იმ სეზონის პრიმერას გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა.



