მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “მე არ მინახავს გერდ მიულერის თამაში, მაგრამ მითხრეს, რომ ის ნამდვილი ბომბარდირი იყო”

მესი: “მე არ მინახავს გერდ მიულერის თამაში, მაგრამ მითხრეს, რომ ის ნამდვილი ბომბარდირი იყო”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ კარიერის დასრულება ესპანურ კლუბში სურს, მესიმ ასევე გფრ-სა და “ბაიერნის” ყოფილ ლეგენდაზე გერდ მიულერზეც ისაუბრა. 

 

“მინდა თუ არა რომელიმე პორტუგალიურ კლუბში თამაში ? მე კარიერის დასრულება “ბარსელონაში” მსურს, ამიტომ არცერთ კლუბში გადასვლაზე არ მიფიქრია. 

 

გერდ მიულერი ? მე არასოდეს მინახავს მისი თამაში, მაგრამ მე მითხრეს, რომ ის ნამდვილი ბომბარდირი იყო. მას არ სჭირდებოდა ბევრი რამ, რათა ბევრი გოლი გაეტანა. ის ძალიან საშიში იყო მეტოქის საჯარიმოში.” – ციტირებს მესის სიტყვებს barcastuff. 

 
შეგახსენებთ, რომ მესის ანგარიშზე 2012 წელს 80 გოლია, გერდ მიულერმა კი 1972 წელს 85 გოლი გაიტანა. 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში