“ლევანტესთან” გასვლით შეხვედრაზე ტიტო ვილანოვა 20 მოთამაშეს წაიყვანს. საუბარი არის პირველი გუნდის 18 და “ბარსა ბ”–ს 2 მოთამაშეზე. განაცხადში მოხვდნენ ტიაგო ალკანტარა და ადრიანო კორეია, რომლებმაც დღეს ექიმებისგან თამაშის უფლება. დავიდ ვილია მარცხენა ტერფში ტკივილს გრძნობდა, ამიტომაც ის მატჩის განაცხადში არ შევიდა. შეხვედრის დაწყებამდე კი ამ სიიდან ტიტოს კიდევ 2 მოთამაშის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწევს.
დავიდ ვილიას კი შემდეგი შეხვედრისთვის დალოდება მოუწევს, რათა კარიერაში მე–300 გოლი გაიტანოს. ასტურიელი მიმდინარე სეზონში 2011 წლის დეკემბერში მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. მას შემდეგ მან 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა.
გუნდი ვალენსიაში ხვალ დილით გაემგზავრება
მატჩის განაცხადის გამოქვეყნებამდე გუნდმა “სიუტატ ესპორტივაზე” ივარჯიშა. ვარჯიშში მონაწილეობას ტელიო და ოიერი იღებდნენ. ეს ვალენსიაში გამგზავრებამდე ბოლო სესია იყო. გუნდი ხვალ დილით აპირებს გამგზავრებას.
აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი “ლევანტესა” და “ბარსელონას” შორის კვირას, 23:55 საათზე დაიწყება.
სურათები:
